სმარტფონების გლობალური ბაზარი გაიზარდა: Xiaomi, Samsung, Apple - რომელია პირველ ადგილზე?

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გლობალურად სმარტფონების ბაზარი 8%-ით გაიზარდა და ჯამურად 289 მილიონ ერთეულს მიაღწია.

Counter Point Research-ის მონაცემების თანახმად, სმარტფონების ბაზრის ზრდა კარიბის, ლათინური ამერიკისა და ევროპის რეგიონებში მომხმარებელთა მოთხოვნის გაზრდამ განაპირობა.

კვლევის თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში სმარტფონების რაოდენობით მსოფლიო ბაზრებზე Samsung-ი ლიდერობდა, რაც Galaxy A სერიით იყო გამოწვეული.

მეორე ადგილს იკავებდა Apple-ის სმარტფონები 16%-იანი წილით, მას მხოლოდ ერთი პროცენტით ჩამორჩებოდა Xiaomi, რომელსაც 15%-იანი წილი ჰქონდა.

ამასთანავე, 8%-ს იკავებდა Oppo, 7%-ს vivo, დანარჩენი 32% კი სხვა სმარტფონებს ეკავა.

მერი ტაბატაძე