საქართველოში ჩინური ტანსაცმლის იმპორტი 35.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში ჩინეთიდან იმპორტირებულია 34.41 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი, გასული წლის იმავე პერიოდში კი 25.35 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების (მოიცავს ტრიკოტაჟსაც).
საქართველოში ტანსაცმლის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს, პირველ ადგილზე კი არის თურქეთი, საიდანაც მიმდინარე წლის შვიდ თვეში 83.9 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში ჩინეთში ქართული წარმოების ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა მცირე რაოდენობის. უფრო კონკრეტულად, წელს ჩინეთში 51 ათას დოლაზე მეტი ღირებულების, ხოლო შარშან 612 ათასი დოლარის. მონაცემების თანახმად, ჩინეთში ექსპორტი 91%-ით შემცირდა.