გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ამასთანავე, ქვეყნის უმეტეს ნაწილში დღე უნალექოდ ჩაივლის.
დასავლეთ საქართველოში შემდეგი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდება: დაბლობში ღამით +20, +25°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +27, +32°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°.
აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შემდეგი ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°, ზოგან +29°-მდე; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +14, +19°, ზოგან +25°-მდე.