UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება.
საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის საჭირო მასალებით: ოქრო, ვერცხლი და ტყავის სარტყელი. Sportskeeda-ს ინფორმაციით, ქამრის დამზადებისთვის დაახლოებით 2 ფუნტი ოქროა საჭირო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფანებისთვის შესაძლებელია UFC საჩემპიონო ქამრების ასლის შეძენა, რომელთა ფასები განსხვავებულია. UFC Collectibles-ის მონაცემებით, ასლის ფასი 299 დოლარიდან იწყება და ხელმოწერილის შემთხვევაში 3 999 დოლარსაც კი აღწევს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 15 სექტემბერს ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დვალიშვილისთვის UFC-ში ეს გამარჯვება ზედიზედ მე-11 იყო. ამასთანავე, დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 22 ბრძოლიდან 18 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა. ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.