ფულადი გზავნილები შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს აგვისტოში საქართველოში 290.566 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც 2.5%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. ამავე სტატისტიკით, ივლისში უცხო ქვეყნიდან 298.118 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა, ლიდერია აშშ, რომელზეც აგვისტოში გზავნილების 17%-ზე მეტი მოდის; შემდეგია იტალია, 16.9%-ით და რუსეთის ფედერაცია 14.6%-ით.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას საიდანაც წელს აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა:
- აშშ - 50.765 მლნ აშშ დოლარი
- იტალია - 49.286 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთის ფედერაცია - 42.551 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია - 25.374 მლნ აშშ დოლარი
- საბერძნეთი - 22.346 მლნ აშშ დოლარი
- ისრაელი - 19.830 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი - 8.952 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი - 8.672 მლნ აშშ დოლარი
- ყირგიზეთი - 7.909 მლნ აშშ დოლარი
- ესპანეთი - 7.609 მლნ აშშ დოლარი