2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ღირებულება გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის Galt & Tagart-ის ანგარიშში.
რაც შეეხება ერთკვირიან ინტერვალს, ამ შემთხვევაში აქციების ღირებულება სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა, კერძოდ, ორი კომპანიის აქციების ღირებულება გაიზარდა, ერთის კი შემცირდა.
„საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 40.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში, +0.74% წინა კვირასთან შედარებით და +2% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 175 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.05 - 42.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში, -0.53% წინა კვირასთან შედარებით და +1.62% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.95 - 29.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.45% წინა კვირასთან შედარებით და +6.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 490 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.61 - 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 118 ათასი აქცია შეადგინა“, - აღნიშნულია Galt & Tagart-ის ანგარიშში.