მთავრობამ საპატრიარქოს გორის მუნიციპალიტეტში 21,5 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწა უსასყიდლოდ გადასცა

მთავრობის მიერ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოცემული დადგენილებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფაურ მართლმადიდებლურ ეკლესიას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში 21,5 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწა გადასცა.

კერძოდ, დადგენილების მიხედვითგანსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფაურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში მდებარე 215 389 კმ/მ სასოფლო-სამეურნეო დანინულების მიწის ნაკვეთი. (საკადასტრო კოდი: 66.42.01.014.602)

შესაბამისი დადგენილების შესრულებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს.

ნათია ზარიძე