მთავრობამ „საზანო ჰესის“ სამშენებლო ფაზის დაწყებას მხარი დაუჭირა

მთავრობამ იმერეთში განსახორციელებელი პროექტის „საზანო ჰესის“ სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ შპს „იმერ-ენერჯი კაპიტალთან“ დასადები ხელშეკრულება მოიწონა.

შესაბამისი დადგენილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით მიმდინარე წლის 17 სექტემბერს იქნა მიღებული.

კერძოდ, განკარგულების მიხედვით გათვალისწინებულია, რომ:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას და შპს „იმერ-ენერჯი კაპიტალს“ შორის „საზანო ჰესის“ ელექტროსადგურის შესახებ 2023 წლის 15 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შეტანის თაობაზე ამავე მხარეთა შორის დასადები ხელშეკრულება.

2. საქართველოს მთავრობას და შპს „იმერ ენერჯი კაპიტალს“ შორის „საზანო ჰესის“ ელექტროსადგურის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ დასადები შეთანხმება.

3. შპს „იმერ-ენერჯი კაპიტალის“ მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, დაბრუნებულ იქნეს მის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარმოდგენილი სს „ბანკი ქართუს“ მიერ 2023 წლის 19 მაისს გაცემული #7154-05/23 წინასამშენებლო საბანკო გარანტია.

captureaaa-1726587923.png

capture-1726587936.png

ნათია ზარიძე