მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელები ოქტობერფესტის სარეკლამო რგოლში გადაიღეს, რომელშიც ისინი ახალი თემატური მაისურებით გამოჩნდნენ.
ვიდეორგოლი საფეხბურთო კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოქტობერფესტი გერმანიაში 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი 189-ედ იმართება. ლუდის კარვები 9:00 საათიდან 23:30 საათამდე იმუშავებს. ლიტრი ლუდის ოფიციალური ფასი 13,60 ევროდან 15,30 ევრომდე არის განსაზღვრული, რაც, წინა წელთან შედარებით, თითქმის, 4%-ით მეტია.
Footy Headlines-ის მიხედვით, მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელთა ახალი ფორმის დიზაინი ოქტობერფესტზე მამაკაცების მიერ ჩაცმული ტრადიციული სამოსით არის შთაგონებული.
გუნდი ახალი მაისურებით ლევერკუზენის “ბაიერთან” 28 სექტემბერს ითამაშებს.
ამასთან, გუნდის ახალი ფორმის შეძენა გულშემატკივრებს “ბაიერნის” ონლაინ მაღაზიაში უკვე შეუძლიათ. მისი ღირებულება 115 ევროა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ