რა ეღირება თბილისი-ლონდონი-თბილისის ავიარეისზე ბილეთები

2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი - British Airways შემოდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია. (აღსანიშნავია, რომ კომპანიის ვებგვერდზე ბილეთების ღირებულებს თბილისიდან ლონდონის მიმართულებით ევროშია მითითებული, ლონდონიდან თბილისის მიმართულებაზე კი ფუნტ-სტერლინგში).

ავიაკომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისიდან ლონდონის მიმართულებით ფრენები ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. 30 მარტის რეისზე ეკონომ-კლასის ბილეთის ღირებულებს 115 ევრო იქნება, შემდეგ დღეებში კი, მთელი აპრილის განმავლობაში ფასი 95 ევროა.

რაც შეეხება ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს, ის სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას შესრულდება. 30 მარტის რეისზე ეკონომ-კლასის ბილეთის ღირებულება ლონდონიდან თბილისის მიმართულებით 534 ფუნტი სტერლინგი ღირს. უკვე შემდგომ დღეებში 194 ფუნტამდე ჩამოდის.