საქართველოში ბრიტანული ავიაკომპანია easyJet შემოდის, - ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
Independent-ის ცნობით, დიდი ბრიტანული უმსხვილესი ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet ლუტონის აეროპორტიდან თბილისში ფრენებს მომავალი აპრილიდან დაიწყებს. ამასთან, ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისიდან ფრენებს ასევე ჟენევისა და მილანის მიმართულებითაც შეასრულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ლუტონსა და თბილისს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს დააკავშირებს.
Independent-ი წერს, რომ ფრენა ლუტონიდან თბილისის მიმართულებით 6 საათს, ხოლო თბილისიდან ლუტონის მიმართულებით კი 6 საათსა და 40 წუთს გაგრძელდება.