2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4.173 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 43.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა და 1.825 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2024 წლის იანვარ-აგვისტოს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (376.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (287.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (181.7 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 219.3 მლნ აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 195.8 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნებიდა კონცენტრატები 147.9 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.1პროცენტი).