გერმანიის მთავრობა ნედლეულის 1-მილიარდიან ფონდს ქმნის

გერმანიის მთავრობა ნედლეულში ინვესტიციებისთვის 1 მლრდ ევროს ოდენობის ფონდს ქმნის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალურ რესურსებში ჩინეთზე დამოკიდებულება შეამციროს.

ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ფრანცისკა ბრანტნერმა სოციალურ ქსელ Х-ზე დაწერა.

მისი ცნობით, ნედლეულის ფონდის დახმარებით მთავრობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების როგორც შიდა, ისე გარე პროექტებისთვის სააქციო კაპიტალს მოელის.

ფრანცისკა ბრანტნერის პოსტმა დაადასტურა Bloomberg-ის მიერ თებერვალში გავრცელებული ინფორმაცია ამ გეგმის შესახებ. სააგენტო წერდა, რომ ფონდს განვითარების სახელმწიფო ბანკი, KfW გააკონტროლებს.

ანონიმური გერმანელი ოფიციალური პირის ცნობით, მთავრობამ და KfW-მ მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა გადაწყვიტონ, თუ საით იქნება მიმართული პირველი ინვესტიციები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ