რა ეღირება iPhone 16 საქართველოში

9 სექტემბერს, კომპანია Apple-მა iPhone 16-ის მსოფლიო პრეზენტაცია გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ სმარტფონის ღირებულება 800 დოლარიდან დაიწყებოდა.

საქართველოში სმარტფონი 27 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, მანამდე კი „ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, რა ეღირება ის ქართულ ბაზარზე.

არსებული ინფორმაციით, iPhone 16-ის, 16 pro-სა და 16 pro max-ის ღირებულება შემდეგნაირი იქნება:

  • iPhone 16 128გბ - 3149 ლარი;
  • iPhone 16 pro 128 გბ - 4069 ლარი;
  • iPhone 16 pro max 258 გბ - 4890 ლარი.

სმარტფონის შეძენის მსურველებს მისი დაჯავშნა უკვე 20 სექტემბრიდან შეეძლებათ. ჯავშნის შემთხვევაში კი სავალდებულო იქნება ღირებულების 30%-ის გადახდა. 27 სექტემბრიდან კი, iPhone 16 საქართველოში ტექნიკის მაღაზიის თაროებზე გამოჩნდება.

ეკა დარჩიაშვილი