ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაძვირდა - რა ღირს ერთი მანქანა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 74,29%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში ჩინეთიდან 1 797 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 1 031 იყო.

რაც შეეხება იმპორტის თანხობრივ მოცულობას, აქ ზრდა 111,77%-ია. კერძოდ, 2024 წელს საქართველოში 27.748 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, 2023 წელს კი იმპორტის მოცულობა 13.102 მილიონი დოლარი იყო.

რაც შეეხება ფასებს, ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტის საშუალო ღირებულება მიმდინარე წელს 15 441 დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2023 წელს იმპორტის საშუალო ფასი 12 708 დოლარი იყო. ზრდა წინა წელთან შედარებით 21,5%-ია.

ნათია ზარიძე