„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად კომერციულ ბანკებზე,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ევროოპტიმისტების თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მთავრობის უგუნურმა განცხადებამ და ეროვნული ბანკის ასევე უგუნურმა და ორაზროვანმა პასუხმა კითხვაზე, აღასრულებენ თუ არა საქართველოს ოთხ მოქალაქეზე დაკისრებულ ამერიკულ ფინანსურ სანქციებს, ლარის გაუფასურება გამოიწვია. ასე იყო ფარცხალაძის დასნქცირების დროსაც, რამაც ეროვნული ბანკის ათეულ მილიონობით დოლარი შეიწირა.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა ათეულ მილიონობით დოლარი გაყიდა ფარულად კომერციულ ბანკებზე ე.წ. Bmatch პლატფორმით. ღია ინტერვენციებს არ აკეთებს, რადგან არ უნდა, რომ ეს გამოჩნდეს. ჩემი სიტყვების მართებულობაში დარწმუნდებით 25 ოქტომბერს, როცა ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს სტატისტიკას. მსგავსი ცეცხლის ჩაქრობა რეზერვების მისხმის გარეშე არ ხდება.
25 ოქტომბრამდე რომ გვიწევს ლოდინი და ამას ეროვნული ბანკი რომ გამიზნულად აკეთებს, ამაზე არაერთხელ მითქვამს,“ - წერს გოცირიძე.