თბილისის რომელ რაიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4.6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში ფულად დახმარებას 680 833 ადამიანი იღებდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 650 475-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 680 833-დან 226 721 ადამიანი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომლის ერთი წევრი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 21.3% დედაქალაქში ცხოვრობს. კერძოდ, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, თბილისში სულ რეგისტრირებულია 145 434 ადამიანი, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რაოდენობა 137 167-ს შეადგენდა.

კონკრეტულად, დედაქალაქის რაიონების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასე გამოიყურება: (2024 წლის აგვისტო)

  • გლდანი -ნაძალადევი - 54 286
  • ისან-სამგორი - 52 389
  • დიდუბე-ჩუღურეთი - 14 155
  • ვაკე-საბურთალო - 12 525
  • ძველი თბილისი - 12 079