ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გზები“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ბიუჯეტი 329.6 მლნ ლარია.
„ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში. მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
აღნიშნული გზის სიგრძე 14 კმ-ია. გათვალისწინებულია 20 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა,“- ნათქვამია „საქართველოს გზების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის შემდეგ დასახლებებს:
- მახინჯაურს;
- განთიადს;
- კაპრეშუმს;
- სალიბაურს;
- ფერიას;
- მახვილაურს;
- ხელვაჩაურს.