ერთ თვეში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი 116%-ით გაიზარდა - როგორია თვეების სტატისტიკა

მაშინ, როდესაც სანქციების გამო თურქეთი და ეგვიპტე რუსული ხორბლის იმპორტს ამცირებენ, საქართველო პირიქით, ზრდის. საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2024 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით რუსეთიდან ხორბლის იმპორტი 116%-ით 4.734 მლნ-დან 10.227 მლნ დოლარამდე გაიზარდა. წინა წლის აგვისტოში კი რუსეთიდან 5.989 მლნ დოლარის ხორბალი შემოვიდა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან 32.046 მლნ დოლარის ღირებულების 117 907 ტონა ხორბალი შემოვიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 42.530 მლნ დოლარის 180 517 ტონა.

რაც შეეხება კონკრეტულად თვეების სტატისტიკას, ასეთია: (2024 წლის რვა თვე):

  • იანვარი - 7.780 მლნ დოლარის 31,226 ტონა
  • თებერვალი - 4.114 მლნ დოლარის 16,294 ტონა
  • მარტი - 3.245 მლნ დოლარის 13,915 ტონა
  • აპრილი - 3.929 მლნ დოლარის 17,134 ტონა
  • მაისი - 5.409 მლნ დოლარის 22,903 ტონა
  • ივნისი - 3.088 მლნ დოლარის 12,816 ტონა
  • ივლისი - 4.734 მლნ დოლარის 20,000 ტონა
  • აგვისტო - 10.227 მლნ დოლარის 46,226 ტონა

კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც წელს საქართველომ ხორბალი იყიდა, ავსტრია იყო, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობის, მხოლოდ 2.13 ათასი დოლარის ღირებულების 2.31 ტონა.

ცნობისათვის, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის მოცულობაში თურქეთისა და ეგვიპტის წილი შემცირდა. “კომერსანტის” ცნობით, სანქციებისა და თურქული ბაზრის დახურვის გამო რუსული ხორბლის ექსპორტი დივერსიფიცირებას განიცდის.

კერძოდ, საერთო წილი 40%, რომელიც ადრე თურქეთსა და ეგვიპტეს ეკუთვნოდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში მიწოდების სასარგებლოდ განახევრდა. თურქეთი და ეგვიპტე რუსული ხორბლის ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო, რომლის საერთო წილმაც მიწოდების სტრუქტურაში ივლისში დასრულებულ 2023-24 სასოფლო-სამეურნეო წლის სეზონზე 30% შეადგინა, რაც, შარშანდელ სეზონთან შედარებით, 10%-ით ნაკლებია. კლების ტენდენცია ახალ სეზონზეც ძლიერდება.