2024 წელს გლობალურად დამონტაჟებული მზის ენერგიის სისტემების სიმძლავრე რეკორდულ დონეს მიაღწევს

მსოფლიოს მასშტაბით დაინსტალირებული მზის ენერგიის სისტემის სიმძლავრე წელს, სავარაუდოდ, 29%-ით, 593 გიგავატამდე გაიზრდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია და სექტორის პროგნოზებს აღემატება.

გლობალური მზის ენერგიის სიმძლავრე აგრძელებს ზრდას 2023 წელს 87 პროცენტიანი ზრდის შემდეგ, ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის Ember-ის მოხსენებაში.

იანვარსა და ივლისს შორის 292 გიგავატი ახალი სიმძლავრე დაემატა და თუ ეს ტემპი გაგრძელდება, 2024 წელს მოსალოდნელია 593 გიგავატი მზის სიმძლავრის დამატება, რაც 2023 წელთან შედარებით 29%-ით მეტია.

ჩინეთს, აშშ-ს, ინდოეთს, გერმანიას და ბრაზილიას წელს მთლიანი სიმძლავრის 75% ექნება დამატებული.

ჩინეთი, რომელმაც პირველ ნახევარში 28%-ანი ზრდა განიცადა, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, სავარაუდოდ, წელს 334 გიგავატს დაამატებს, რაც გლობალურად ახალი დანამატების 56%-ს შეადგენს.

ინდოეთი წელს, სავარაუდოდ, 23 გიგავატ მზის ენერგიას გამოიმუშავებს.

თურქეთის მზის სიმძლავრის ზრდა შარშანდელთან შედარებით გაორმაგებულია. თურქეთი გასულ წელთან შედარებით მზის ენერგიის სისტემების დამონტაჟების მხრივ ყველაზე დიდი სიჩქარის მქონე ქვეყნებს შორისაა.

ანალიზმა აჩვენა, რომ მზის ენერგიის დამატება წელს ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მთლიან სიმძლავრეს გადააჭარბებს, რომლებიც ექსპლუატაციაში 2010 წლიდან (540 გიგავატი) შევიდა.

ნათია ზარიძე