ლარის აშკარა, მკვეთრი გაუფასურება და არცერთი გამყარება მიმდინარე კვირაში

ლარი მიმდინარე კვირაში ყოველდღიურად უფასურდებოდა.

16 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0,01 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0010 ლარი გახდა. მანამდე მოქმედი კურსი 2.9939 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროსთან მიმრთებით ლარი 0.71 თეთრით გაუფასურდა.

17 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. ლარი დოლართან მიმართებით 0.13 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს, მისმა კურსმა 3.0060 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.5 თეთრი იყო.

18 სექტემბერს ლარმა გაუფასურება განაგრძო, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7136 ლარი გახდა. კურსის ცვლილება 1.38 თეთრი იყო.

ლარი, ასევე მკვეთრად, 1.51 თეთრით გაუფასურდა ევროსთანაც, რომლის კურსმა 3.0211 ლარი შეადგინა.

19 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7236 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი 1 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0431 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა ამჯერად უკვე 2.2 თეთრით გაუფასურდა.

20 სექტემბერს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7277 ლარი გახდა. ლარის გაუფასურების მაჩვენებელი 0.41 თეთრი იყო.

ლარმა კვირა გაუფასურებით დაასრულა ევროსთანაც და 0.10 თეთრიანი ცვლილების შედეგად, ევროს კურსი 3.0441 ლარი გახდა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირა, ეროვნული ვალუტისთვის ბოლო პერიოდში ყველაზე ნეგატიური იყო. ლარი დოლართან მიმართებით 2.93 თეთრით და ევროსთან მიმართებით 5.02 თეთრით გაუფასურდა.

ნათია ზარიძე