საფრანგეთში ვენახებს ჩეხენ - 1 ჰექტრის ამოძირკვის სანაცვლოდ მევენახეს 4000 ევროს სთავაზობენ

საფრანგეთის მთავრობამ წარმოადგინა 120 მილიონი ევროს ღირებულების გეგმა ბორდოში 30 000 ჰექტარი ვენახების გასაჩეხად. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ღვინის მოხმარების შემცირებაა. ამავე ინფორმაციით, საფრანგეთი მევენახეს ერთი ჰექტრის გაჩეხის სანაცვლოდ 4000 ევროს სთავაზობს. იმ პირებს, ვინც შეთავაზებას დასთანხმდება, 2029 წლამდე ვაზის ხელახლა დარგვას ვერ შეძლებს.

ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ ჟირონგის დეპარტამენტმა, რომელიც საფრანგეთის დასავლეთით მდებარეობს, ვენახების 8 ათასი ჰექტრის შემცირების პროცესი უკვე დაიწყო.

„ევრონიუსის“ ცნობით, ბოლო 60 წლის მანძილზე საფრანგეთში ღვინის მოხმარება 70%-ით არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად, 1960-იან წლებში საშუალოდ ერთი ფრანგი წელიწადში 120 ლიტრ ღვინოს სვამდა, ეს მაჩვენებელი ამჟამად 40 ლიტრამდეა შემცირებული.

ამასთანავე, საფრანგეთში ბოლო სამი წლის განმავლობაში წითელი ღვინის გაყიდვები შემცირებულია 15%-ით. გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის 34 წლამდე ასაკის მოქალაქეები ღვინის ნაცვლად არჩევას ხშირად ლუდზე აკეთებენ ან უარს აცხადებენ ალკოჰოლის მიღებაზე, რაც ღვინის მოხმარების შემცირების ერთ-ერთი ფაქტორია.

მერი ტაბატაძე