მიმდინარე წლის რვა თვეში საქართველოში 122 ტონა მანგოს, გუაივასა და მანგოსტანის იმპორტი განხორციელდა. შეძენილი პროდუქციის საერთო ღირებულებამ 418 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქციის იმპორტი 2009 წლიდან დღემდე არსებული მონაცემების თანახმად ისტორიულ მაქსიმუმზეა. მონაცემები დათვლილია 8 თვის ჭრილში.
რაც შეეხება ძირითად ბაზრებს, საქართველო მანგოს, გუაივასა და მანგოსტანს ძირითადად ნიდერლანდებიდან ყიდულობს. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული პროდუქციის იმპორტში ნიდერლანდების წილი 79%-ს შეადგენს. უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოყურება:
რაც შეეხება რეექსპორტს, მიმდინარე წლის 8 თვეში მხოლოდ სომხეთში განხორციელდა. ჯამურმა ღირებულებამ 58 ათასი ამერიკული დოლარი, ხოლო მოცულობამ 16 ტონა შეადგინა.