თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი ივლისში თვიურად მცირედი 0.9%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.8 აშშ დოლარი შეადგინა. კვლევას Galt&Taggart ავრცელებს.
ამასთანავე, კვლევის თანახმად 1 კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურადაც შემცირდა. კერძოდ თუ 2024 წლის ივლისში საშუალო ფასმა 9.8 დოლარი შეადგინა, გასული წლის ივლისში 11.4 დოლარს უტოლდებოდა.
უბნების მიხედვით გასაქირავებელი ფასი ყველაზე ძვირი ვაკეში იყო და კვ.მ-ზე 15.1 აშშ დოლარს შეადგენდა, მას კი მოსდევდა მთაწმინდა 13.7 დოლარით. შემდეგი იყო საბურთალო, სადაც 1 კვ.მ-ს საშუალოდ 11.6 დოლარად იქირავებდით.