2024 წლის იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 312 807 ლარი შეადგინა, რაც 300 399 ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, აღნიშნულისთვის 2 613 206 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.
თუმცა, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 265.845 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 232.850 მლნ ლარი.