მთავრობამ ელეტროტრანსპორტის გავრცელებისთვის ხელშესაწყობად შესაძლოა, ახალი საგადასახადო შეღავათები დააწესოს. ამის შესახებ „თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმაშია აღნიშნული.
კერძოდ, როგორც გეგმაშია აღნიშნული, თბილისის აგლომერაციაში აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევების შემცირების მიზნით, სასურველია, რომ პარლამენტში დაინიცირდეს ცვლილებები, რომლითაც, ველოსიპედი (მ.შ. ელექტროველოსიპედი) იმპორტის დღგ-სგან და ელექტროსატვირთოები და ელექტრომოპედები იმპორტის აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდება.
ასევე როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევების შემცირებას ხელს შეუწყობს, თბილისში ელექტრომობილების დამტენისათვის მიწის ფართების გამოყოფაზე შეღავათიანი ტარიფის დაწესებაც.