რა ეღირება გიგანტური ბრილიანტის ყელსაბამი, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებს 2 ბრიტანულ კორონაციაზე ეკეთათ

ბრილიანტის ყელსაბამი, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებმა ორ კორონაციაზე გამოიყენეს, აუქციონზე გასაყიდად გამოაქვთ. არის მოლოდინი, რომ მისი ფასი 2.8 მილიონ დოლარამდე იქნება.

მე-18 საუკუნეში შექმნილი, დაახლოებით 300-კარატიანი ნამუშევარი, სავარაუდოდ, საფრანგეთის რევოლუციამდე ერთი ათწლეულით ადრე შეიქმნა. ის აქამდე საჯაროდ იყო გამოფენილი, დებიუტი აუქციონზე კი 11 ნოემბერს, Sotheby's-ზე შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ ყელსაბამის ზუსტი წარმომავლობა არ არის ცნობილი, აუქციონის სახლს მიაჩნია, რომ ანტიკვარული ნამუშევარი შეიძლებოდა მხოლოდ მაღალი რანგის არისტოკრატისთვის დამზადებულიყო.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ის ეკუთვნოდა წამყვან არისტოკრატულ ოჯახს დიდ ბრიტანეთში, ინგლისის მარკიზებს.

მარჯორი პეჯეტის სამკაული 1937 წელს მეფე ჯორჯ VI-ის კორონაციაზე ეკეთა. იგივე სამკაული გაიკეთა მისმა რძალმა დედოფალ ელიზაბეტ II-ის კორონაციაზე 1953 წელს.

Sotheby's-ის თანახმად, თითოეული ბრილიანტი ძველი მაღაროს ბრწყინვალე ჭრისაა და იწონის ერთ და ნახევარ კარატს შორის. ბრილიანტები სავარაუდოდ, მოპოვებული იყო ინდოეთის ლეგენდარული გოლკონდას მაღაროებიდან.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი