„ნიკორა ჯგუფი“ რეგიონების სკოლების დახმარებას აგრძელებს - კომპანია საჩუქრებს კიდევ 4 სკოლას გადასცემს

დმანისი, ახმეტა, თეთრიწყარო და ბოლნისი - ეს იმ რაიონების ჩამონათვალია, რომლებშიც „ნიკორა ჯგუფი“ სკოლებს საჩუქრებს გადასცემს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაწყებული პროექტი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. მის ფარგლებში „ნიკორა ჯგუფი“ ყოველწლიურად სხვადასხვა რეგიონის სკოლებს პერსონალური კომპიუტერებითა და სასკოლო ლიტერატურით, ხოლო I-VIII კლასის ყველა მოსწავლეს სასკოლო ნივთების კომპლექტით ასაჩუქრებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროექტის მიზანია მოსწავლეების წახალისება, სკოლების თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვა, სასკოლო ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება, რათა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე უკეთესი წვდომა ჰქონდეთ.

ამჯერად „ნიკორა ჯგუფი“ შემდეგ სკოლებს დაეხმარება:

  • დმანისი, გომარეთის სკოლა;
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლა;
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლა;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლა.

აღნიშნული სკოლებიდან „ნიკორა ჯგუფი“ საერთო ჯამში 498 სკოლის მოსწავლეს დაასაჩუქრებს.

სკოლების დასაჩუქრებას „ნიკორა ჯგუფისთვის“ უკვე ტრადიციის სახე მიეცა. ამ დრომდე კომპანიამ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარი და სხვა საჩუქრები უკვე გადასცა მესტიის, გურიის, აჭარის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა, დუშეთის, კასპის და მცხეთა-თიანეთის სხვადასხვა სკოლებს.

NS