2024 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 6.2%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ ავრცელებს.
მათივე შეფასებით, შემცირების ძირითადი ნაწილი მარეგულირებელ სადგურებზე მოდის.
„ამავე პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4%-ით გაიზარდა. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 5.75 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 10.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებულია 59 გვტ. სთ. ელექტროენერგია, სავაჭრო სალდო წლიურად შემცირდა 70.4%-ით. თურქეთი კი კვლავ ძირითად ბაზარს წარმოადგენდა.
მთლიანად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში კი საქართველოდან ექსპორტირებულია 1,044 გვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წლიურად 22%-იანი შემცირებაა. ექსპორტირებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ საქართველომ 51.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო,“- აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში.