2.026 მლრდ ლარის წმინდა მოგება რვა თვეში - 17-დან 5 ბანკი ისევ ზარალზეა

კომერციული ბანკების წმინდა მოგება ერთ თვეში 212.2 მლნ ლარით გაიზარდა. როგორც საფინანსო სექტორის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2024 წლის რვა თვე ბანკებმა 2.026 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურეს, იანვარ-ივლისში კი მოგებამ 1.814 მლრდ ლარი შეადგინა.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, წინა თვეების ანალოგიურად, ზარალზე 17-დან 5 ბანკი გავიდა - „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა ბანკი საქართველო“, „ჰეშ ბანკი“ და „პეივ ბანკ ჯორჯია“.

ანგარიშგებების მიხედვით, 2024 წლის რვა თვეში ყველაზე დიდ მოგებაზე გავიდა - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში 781.2 მლნ ლარი; „საქართველოს ბანკის“ კი, 993.8 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკების 2024 წლის იანვარ-აგვისტოს მოგების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • „ლიბერთი ბანკი“ – 75.705 მლნ ლარი;
  • „ბაზისბანკი“ – 49.241 მლნ ლარი;
  • „კრედო ბანკი“ – 39.010 მლნ ლარი;
  • „ქართუ ბანკი“ – 26.795 მლნ ლარი;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 22.582 მლნ ლარი;
  • „ტერა ბანკი“ – 19.750 მლნ ლარი;
  • „ხალიკ ბანკი“ – 12.828 მლნ ლარი;
  • „იშ ბანკი საქართველო“ – 10.508 მლნ ლარი;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ – 5.647 მლნ ლარი;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 3.974 მლნ ლარი;
  • „ვითიბი ბანკი“ – 3.446 მლნ ლარი (ზარალი);
  • „სილქ ბანკი“ - 7.060 მლნ ლარი (ზარალი)
  • „ჰეშ ბანკი“ – 2.566 მლნ ლარი (ზარალი);
  • „პეისერა ბანკი საქართველო“ – 943 ათასი ლარი (ზარალი);
  • „პეივ ბანკ ჯორჯია“ - 218 ათასი ლარი (ზარალი).

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებდა.