EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ეკონომიკა მიმდინარე წელს 2.8%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მოლოდინები წინა პროგნოზის შემდეგ 0.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონის ეკონომიკური ზრდის კუთხით EBRD-მა მოლოდინები 2025 წელსაც შეამცირა, კერძოდ, წინა პროგნოზთან შედარებით, მოლოდინები 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 3.5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, EBRD-მა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა, 2025 წლის პროგნოზი კი არსებულ დონეზე დატოვა. კერძოდ, EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 6.5%-ით, ხოლო 2025 წელს 4.6%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, 2024 წელს EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასეთია:

  • სომხეთი - 6.2%-იანი ეკონომიკური ზრდა;
  • აზერბაიჯანი - 3.8%-იანი ეკონომიკური ზრდა;
  • რუსეთი - 3.6%-იანი ეკონომიკური ზრდა;
  • მოლდოვა - 3.2%-იანი ეკონომიკური ზრდა;
  • უკრაინა - 3%-იანი ეკონომიკური ზრდა;
  • თურქეთი - 2.7%-იანი ეკონომიკური ზრდა.
მერი ტაბატაძე