2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან რეექსპორტზე გავიდა 1 478 080 000 აშშ დოლარის ღირებულების 68 091 ერთეული მსუბუქი ავტომობილი. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი წლიურად რაოდენობით ნაწილში შემცირებულია, ხოლო ღირებულებით ნაწილში პირიქით ზრდაა.
კერძოდ, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან რეექსპორტზე გავიდა 1 368 363 000 აშშ დოლარის ღირებულების 69 494 ერთეული მსუბუქი ავტომობილი.
ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც წელს საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:
- ყირგიზეთი - 688 251 820 აშშ დოლარის ღირებულების 18 920 ერთეული მსუბუქი ავტომობილი;
- ყაზახეთი - 464 491 960 აშშ დოლარის ღირებულების 32 865 ერთეული მსუბუქი ავტომობილი;
- აზერბაიჯანი - 190 745 630 აშშ დოლარის ღირებულების 9 132 ერთეული მსუბუქი ავტომობილი;
- სომხეთი - 76 955 140 აშშ დოლარის ღირებულების 4 153 ერთეული მსუბუქი ავტომობილი;
- ტაჯიკეთი - 15 590 270 აშშ დოლარის ღირებულების 967 ერთეული მსუბუქი ავტომობილი;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 6 924 720 აშშ დოლარის ღირებულების 254 ერთეული მსუბუქი ავტომობილი;
- უკრაინა - 6 805 680 აშშ დოლარის ღირებულების 906 ერთეული მსუბუქი ავტომობილი;
- ბელგია - 6 631 680 აშშ დოლარის ღირებულების 129 ერთეული მსუბუქი ავტომობილი;
- უზბეკეთი - 6 225 050 აშშ დოლარის ღირებულების 119 ერთეული მსუბუქი ავტომობილი;
- თურქეთი - 4 376 280 აშშ დოლარის ღირებულების 137 ერთეული მსუბუქი ავტომობილი.