"ჩემი შვილები იყვნენ აშშ-ში ჩემთან ერთად, ამისთვის პირადად შევიძინე მათთვის და ჩემთვისაც ეკონომკლასის ბილეთები"

იმის გამო, რომ შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები [შვილებისთვის], ჩემთვისაც შეძენილი იქნა ეკონომკლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას - ამერიკაში ვიზიტისას შვილებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო პროტოკოლი ზრუნავდა მისი „შვილების სეირნობაზე“ და რა პასუხი ექნებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შვილებისთვის ეკონომ კლასის ბილეთები პირადად შეიძინა.

„ჯერ ერთი, კორექტულად ისაუბრეთ. მეორე, რაც შეეხება ჩემ შვილებს, ჩემი შვილები იყვნენ აშშ-ში ჩემთან ერთად. ამისთვის მე პირადად შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები. იმის გამო, რომ შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები, ჩემთვისაც შეძენილი იქნა ეკონომ კლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.