ოდესღაც ჩინეთი უცხო ქვეყნის ბრენდებისთვის წარმოუდგენელი პოტენციალის მქონე საოცნებო ბაზარს წარმოადგენდა, თუმცა ბევრისთვის ამ ქვეყანაში ოპერირება კომერციულ კოშმარად იქცა.
ტექნიკური გიგანტებიდან და ავიაკომპანიებიდან დაწყებული - ძვირადღირებული მოდის სახლებით დამთავრებული, მსხვილი მოთამაშეები ჩინეთში გადარჩენისთვის იბრძვიან, რადგან სხვადახვა ფაქტორები ნეგატიურ გავლენას ახდენს მათ ბიზნესზე.
უცხოური ბრენდები ჩინეთში მრავალი წინააღმდეგობის წინაშე დგანან. დუნე ეკონომიკური ზრდის, უძრავი ქონების ბაზრის კრიზისისა და ახალგაზრდების მაღალი უმუშევრობის ფონზე, მათი გაყიდვები საგრძნობლად დაეცა. კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევაა შიდა ბრენდების წარმოების და კონკურენციის ზრდა. წარმოგიდგენთ გლობალურ ბრენდებს, რომლებსაც ჩინეთის ბაზარზე პრობლემები შეექმნათ:
Samsung სამხრეთ კორეის ელექტრონიკის ტიტანი ახლა მსოფლიოში სმარტფონების სფეროს ლიდერია მას შემდეგ, რაც ამ წლის დასაწყისში Apple-ს გაუსწრო. თუმცა, ჩინეთის ბაზარზე მისი წილი შემცირდა. ჩინეთში სმარტფონების ტოპ ბრენდი ახლა უკვე მშობლიური Vivo-ა, რომელსაც, სხვათა შორის, 18%-იანი წილი აქვს.
Qantas
დასავლური ავიაკომპანიები ჩინეთს ტოვებენ. მაისში, Qantas-მა გამოაცხადა თავისი ერთადერთი მარშრუტის გაუქმების გეგმები ჩინეთში. Qantas-ზე ჩინეთში მოთხოვნა შემცირდა COVID-19 პანდემიის დროს და აღარ გამოსწორებულა. Virgin Atlantic Virgin Atlantic-მა ივლისში შანხაიში დაასრულა 25-წლიანი მოღვაწეობა და მიზეზად "მნიშვნელოვანი გამოწვევები და სირთულეები" დაასახელა. ამასთან, ავიაკომპანიამ შარშან 178 მილიონი აშშ დოლარის ზარალი გამოაცხადა.
Estée Lauder
უცხოურ პრესტიჟულ სილამაზის ბრენდებს ჩინეთშიც რთული დრო დაუდგათ, რადგან ფულადი სახსრების ნაკლებობის მქონე მყიდველები პრემიუმ შესყიდვებს უბრუნდებიან. იმავდროულად, ყვავის ადგილობრივი C-Beauty ბრენდები, რომლებიც საბიუჯეტოა და მიმართულია შიდა ბაზარზე. ჩინეთის აკადემიის ვებსაიტის თანახმად, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში კოსმეტიკის 20-მა უცხოურმა ბრენდმა დატოვა ჩინეთი ცუდი გაყიდვების გამო, მათ შორის იყვნენ Maybelline და Innisfree. გასვლას გეგმავს Estée Lauder -იც. იანვრის დასაწყისიდან Estée Lauder Companies Inc-ის აქციების ფასი 32%-ით დაეცა. Shiseido იაპონური სილამაზის ბრენდი Shiseido აფიქსირებს ნეგატიურ ზრდას ჩინეთში, რის გამოც 2023 წელს მათი შემოსავალი 40%-ით შემცირდა.
Starbucks Starbucks
უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩინეთის ბაზარზე, ვიდრე ბევრი სხვა დასავლური ფირმა. 7000-ზე მეტი მაღაზიით, ჩინეთი მათთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია აშშ-ს შემდეგ. თუმცა, გაყიდვები ბოლო კვარტალში 14%-ით დაეცა. Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლაქსმან ნარასიმჰანის თქმით, ჩინეთიდან შემოსავლები კიდევ იკლებს. გაძლიერდა ადგილობრივი კონკურენციაც.
Pandora
კრიზისულ რგოლში მოექცა დანიური საიუველირო ბრენდი Pandora. 2010-იანი წლების ბოლოს ჩინეთის ბაზარზე ის მაღალ კონკურენციას უწევდა სხვა ბრენდებს, თუმცა შარშან გაყიდვები დაეცა 82 მილიონ დოლარამდე. ჩინელი მომხმარებლები, განსაკუთრებით Gen Z, თავს არიდებს Pandora-ს სამაჯურებს.
Nike
Nike-ის გაყიდვები ჩინეთში გასულ წელს 8%-ით გაიზარდა, მაგრამ სპორტული ტანსაცმლის ტიტანის ბაზრის წილი ადგილობრივი მოთამაშეების Anta-სა და Li-Ning-ის კონკურენციას ვერ უძლებს.
Gucci
ამ წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, Gucci-ს შემოსავალი ჩინეთში 11%-ით შემცირდა. ჯგუფის აქციების ფასი დაეცა ბოლო შვიდი წლის დაბალ ნიშნულამდე.
Tesla
Tesla-ს გაყიდვები ჩინეთში, მის მეორე უმსხვილეს ბაზარში, ბოლო დროს არ ბრწყინავს. ივნისში ბრენდის შემოსავალი წლიურად 20%-ით შემცირდა. ჩინეთის ეკონომიკური შენელება დიდ როლს თამაშობს Tesla-სთვის. გაზრდილი კონკურენცია რეალური პრობლემაა. მას Xiaomi, Nio და სხვა ბრენდები დიდი ოდენობით კლიენტებს ართმევენ.
Toyota
ანალოგიურად, Toyota ცდილობს და ვერ უძლებს ეკონომიკურ ვარდნას, რადგან ჩინეთის ადგილობრივი კონკურენცია დიდია. მისი ბაზრის წილი კი მცირდება. იაპონური ავტომწარმოებლის მანქანების წარმოება ივნისში, ზედიზედ მეხუთე თვეა, რაც 20%-ით ან მეტით შემცირდა.
Apple
Apple-ის პრობლემები ჩინეთში, როგორც ჩანს, უსასრულოა. ქვეყნის ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია აშშ-ს ტექნიკური გიგანტის პრემიუმ პროდუქციის ნაკლები გაყიდვები, მაშინ როცა ადგილობრივი ბრენდები სულ უფრო იზრდებიან.
წყარო: lovemoney.com