ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ შაბათს რეკომენდაცია გაუწია ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ ლიბანისა და ისრაელის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან.
„შექმნილ ვითარებაში, ევროკომისიამ და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ გადაწყვიტეს გამოსცენ ბიულეტენი, რომელიც აკრძალავს ფრენებს ლიბანისა და ისრაელის საჰაერო სივრცეში“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტომ ასეთი რეკომენდაცია გასცა ისრაელსა და ლიბანურ დაჯგუფება ჰეზბოლას შორის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე.
ისრაელი ბოლო დღეებში ახორციელებს მასიურ საჰაერო თავდასხმებს ლიბანზე. ჰეზბოლა, თავის მხრივ, რაკეტებს ისვრის ისრაელის ტერიტორიისკენ.