ისტორიის განმავლობაში, მთავრობები ბიუჯეტის შევსებას უჩვეულო გადასახადების დაწესებით ცდილობდნენ.
მაგალითად, ინგლისში, მე-17 საუკუნეში დაწესებული იყო გადასახადი ფანჯრებზე.
კულინარიული ზეთი (3000-300 ძვ. წ.)
ძველ ეგვიპტეში ფარაონებს გადასახადი ჰქონდათ დაწესებული კულინარიული ზეთის გამოყენებაზე.
გადასახადების ამკრეფები კი დადიოდნენ კარდაკარ და ამოწმებდნენ, რა სახის ზეთს იყენებდნენ მოქალაქეები. ვინაიდან ეგვიპტელებს იმ დროისთვის ოფიციალური ვალუტა არ ჰქონდათ, გადასახადი სხვადასხვა მოსავლის ჩამორთმევას გულისხმობდა.
მარილი (1350)
კიდევ ერთი გადასახადი, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ცვლილება, იყო "გაბელის" მარილის გადასახადი საფრანგეთში. მიუხედავად იმისა, რომ კანონი 1790 წელს გაუქმდა, ნაპოლეონმა იგი აღადგინა 16 წლის შემდეგ და ის 1945 წელს ისევ გაუქმდა.
წვერები (1535-1772)
ინგლისის ტიუდორებმა პირველად გამოიგონეს შემოქმედებითი წვერის გადასახადი. გადასახადი წვერზე მეფე ჰენრი VIII-მ შემოიღო 1535 წელს. მისმა უმცროსმა ქალიშვილი ელიზაბეტ I-მა ასევე დააწესა ბაჟი ულვაშებზე. გადასახადი გაუქმდა 1772 წელს.
ფანჯრები (1696)
კიდევ ერთი გამოუსადეგარი ბრიტანული გადასახადი იყო ფანჯრის გადასახადი. 10-ზე მეტი ფანჯრის მქონე სახლებს 10 შილინგის გადახდა უწევდა. გადასახადმა ნეგატიურად იმოქმედა ერის ჯანმრთელობაზე, რადგან არაკეთილსინდისიერი მემამულეები ფანჯრებს აგურით აშენებდნენ, რაც სახლში სინესტეს იწვევდა. ბინადრები კი მარტივად ავადდებოდნენ. გადასახადი გაუქმდა 1851 წელს.
სანთლები (1709)
დიდ ბრიტანეთში 1709 წლიდან 1831 წლამდე სანთლები იბეგრებოდა და არავის შეეძლო მისი დამზადება ლიცენზიის გარეშე.
საპონი (1711)
ბრიტანეთში პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს საპნის გადასახადის დაწესება, რადგან ათწლეულების განმავლობაში ის ფუფუნების პროდუქტად ითვლებოდა. გადასახადი 1835 წელს გააუქმა პრემიერ მინისტრმა უილიამ გლადსტონმა და ხალხს თავისუფლად შეეძლო საპონის გამოყენება.
ჩრდილები (1993)
2017 წელს იტალიაში, ქალაქ კონელიანომ აამოქმედა 1993 წლის ნაკლებად ცნობილი კანონი - 100 ევროს ოდენობით დაიბეგრა მაღაზიები, რომელთა ქოლგები საზოგადოებრივ ბილიკებზე ჩრდილს ქმნიდა.
წყარო: lovemoney.com