"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები სამეგრელოში საგანგებო რეჟიმით მუშაობენ.
როგორც „ენერგო - პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა მაღალი და დაბალი დაძვის ელექტროინფრასტუქტურა. აღდგენით სამუშაებში დასახმარებლად, კომპანიის ელექტროკოსები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან სამეგრელოში ჩავიდნენ.
„განსაკრებით რთული მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდვით მიეწოდება მარტვილის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტბსაც. აღდგენით სამუშაბს ხელს უშლის ქარიშხალი. თუმცა, ელექტრიკოსები ცდილობენ ოპერატიულად იმუშაონ და აღადგინონ დაზიანებული ელექტროინფრასტრუქტურა.
აღდგენილ ელექტროგადამცემ ხაზებს, ფიდერებს და ტრანსფორმატორებს ძლიერი ქარი კვლავ აზიანებს. მიუხედავად ამისა, "ენერგო-პრო ჯორჯია" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას აღუდგეს ენერგომომარაგება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.