ძირითად სამსახურთან ერთად, უამრავი ადამიანი მსფლიოში დიდ დროს უთმობს საკუთარ ჰობს, რომელიც მათ აბედნიერებს.
როგორც წესი, ჰობი ფინანსების გამომუშავების მხრივ, მეორეხარისხოვან ფაქტორად ითვლება, თუმცა არის გამონაკლისებიც.
რამდენიმე ადამიანმა მისი საყვარელი საქმიანობით საკმაოდ ისიამოვნა.
კოლექციონერი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰობი არის კოლექციების შეგროვება.
წლებთან ერთად, შესაძლოა, კოლექციის ფასი გაასმაგდეს კიდეც. გაყიდვის შემთხვევაში კი კარგი მოგების გამომუშავება შეიძლება.
ერთ-ერთა კოლექციონერმა ჩარლზ ამბლიმ 2017 წელს გაყიდა თავისი 750 Nintendo თამაშების კოლექცია eBay-ზე, რითაც გამოიმუშავა 20,000 დოლარზე მეტი.
ლითონის დეტექტორით სეირნობა
ლითონის აღმოჩენა შესანიშნავი ჰობია მათთვის, ვინც მოწოდებით არექოლოგია.
განძის პოვნა შესაძლებელია ყველგან, პარკებში, პლაჟებზე და ა.შ. შესაძლოა აღმოაჩინოთ მონეტები, სამკაულები, ოქრო და სხვა ისტორიული არტეფაქტები.
დევიდ ბორდმა 2019 წელს ინგლისში, ლითონის დეტექტორით მე-14 საუკუნის ალმასის და ოქროს ბეჭედი აღმოაჩინა.
ბეჭედი 2022 წლის ნოემბერში ბრიტანულ აუქციონზე 38,000 ფუნტად გაიყიდა.
ოქროს მოპოვება
ოქროს მოპოვება სულ მცირე, ძველი რომაული ეპოქით არის დათარიღებული. ის მეტალის აღმოჩენას ჰგავს: არასოდეს იცი, როდის შეიძლება იპოვო ძვირფასი ლითონი.
ამასთანავე, მოყვარულებისთვის ოქროს ძებნის პროცესი სახალისოა.
2018 წლის გაზაფხულზე, დენ ჰერდიმ კანადაში საკმაოდ დიდი ზომის ოქრო იპოვა. როგორც YouTube არხზე თავის გამომწერებს გაუზიარა, მან მონაპოვარი 3,700 დოლარად გაყიდა.
ბრილიანტების მაძიებელი
კიდევ ერთი საკმაოდ სარფიანი ჰობი არის ალმასების ძებნა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელებულია პრაქტიკა - იხდით ფულს და პარკში საკუთარი რესურსებით აწარმოებთ გათხრებს.
ერთ-ერთი მათგანია ბრილიანტების სახელმწიფო პარკის კრატერი არკანზასში. იქ მნახველებს შეუძლიათ 37 ჰექტარი ფართობის ველზე თხრა, რათა იპოვონ ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ქვები. მათ შორის ამეთვისტო, ბროწეული, იასპერი, კვარცი და სხვა.
რასაც აღმოაჩენთ, თქვენია.
2022 წელს ადამ ჰარდინმა ასეთ პარკში 2,38-კარატიანი ყავისფერი ბრილიანტი აღმოაჩინა.
მეორადი სამოსის შესყიდვა
საზოგადოების ნაწილს უყვარს მეორადი ტანისამოსის ყიდვა. თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელებული იაფი ნაწარმის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია.
ის მომავალ დიზაინერებს საშუალებას აძლევს, სამოსს ახალი იერსახე მისცენ. ამასთან, არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ნაყიდ მეორადი სამოსის ჯიბეში საკმაოდ დიდი თანხა უპოვიათ. ან იმდენად ძვირად ღირებული ბრენდი უყიდიათ, რომ ის რამდენიმე ათასადაც კი გაყიდეს.
ტეხასის შტატში მცხოვრებმა ეშლი პიკმა საკუთარი გამოყენებული ტანისამოსის გაყიდვა დაიწყო. მოგვიანებით ბიზნესი გააფარათოვა და დღეს მისი შემოსავალი მილიონს აღწევს.
წყარო: lovemoney.com