თანამედროვე ეპოქაში გრანდიოზული შენობების აგება განსაკუთრებულ დანახარჯებს მოითხოვს. თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები თავს იწონებენ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული შენობებით, რომლებიც წლების წინ აშენდნენ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
მასჯიდ ალ-ჰარამი, მექა: 100 მილიარდი დოლარი
ისლამის ყველაზე წმინდა ადგილი და მსოფლიოში უდიდესი მეჩეთი, მესჯიდ ალ-ჰარამი მექა მოიცავს 99 ჰექტარს და ჰაჯის დროს იტევს ოთხ მილიონამდე ადამიანს.
არსებული შეფასებით, მისი აგება 100 მილიარდი დაჯდა. არქიტექტურული კომპონენტები ადგილზე მე-7 საუკუნიდან იყო, მაგრამ მე-16 და მე-17 საუკუნეებში განხორციელებულმა რეკონსტრუქციებმა შექმნა ის ძირითადი ფორმა, რასაც დღეს ვხედავთ. მას შემდეგ სხვა სარემონტო სამუშაოებიც განხორციელდა. საუდის არაბეთი ახლა კიდევ 100 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს გაფართოებაზე, რათა 2030 წლისთვის ჰაჯის შესრულება 30 მილიონ მლოცველს შეეძლოს.
Apple Park, კუპერტინო: 5 მილიარდი დოლარი
Apple, რომელმაც 2022 წელს 3 ტრილიონი დოლარის შეფასებას მიაღწია, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კომპანიაა. მას ბევრ განვითარებად ქვეყანაზე დიდი ბიუჯეტი აქვს, ამიტომ ბუნებრივია, რომ ფირმამ მილიარდები გადაიტანა თავის ბრწყინვალე ახალ შტაბ-ბინაში - კუპერტინოში.
კამპუსი, რომლის მშენებლობაც დასრულდა 2017 წლის დასაწყისში, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი დაჯდა.
Marina Bay Sands, სინგაპური: 5.5 მილიარდი დოლარი
სინგაპურის სენსაციური Marina Bay Sands მსოფლიოში ყველაზე გასაოცარი უსასრულო აუზის კომპლექსს ფლობს.
ის მოიცავს 2 561-ნომრიან მდიდრულ სასტუმროს და მრავალ სხვა ინფრასტრუქტურას. კომპლექსის მშენებლობა დასრულდა 2010 წელს და დაიხარჯა 5.5 მილიარდი დოლარი.
აბრაჯ ალ ბაიტი, მექა: 15 მილიარდი დოლარი
მექაში აღმართული აბრაჯ ალ ბაიტი არის შვიდი ცათამბჯენისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც აშენდა 2012 წელს 15 მილიარდი დოლარის დანახარჯით. კომპლექსი 34 ჰექტარზეა გაშლილი და აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი საათის ეკრანი.
Elbphilharmonie, ჰამბურგი: 1.1 მილიარდი დოლარი
ჰამბურგის Elbphilharmonie საკონცერტო დარბაზი 2017 წელს გაიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა გრაფიკს შვიდი წლით ჩამორჩა და მასზე 1.1 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, გასაოცარმა სტრუქტურამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქალაქის მუდმივად ცვალებად სანაპიროზე.
უჩვეულო შენობა არის ძველისა და ახალი ინფრასტრუქტურის შერწყმა, რომელიც აერთიანებს 1960-იანი წლების აგურის ქვედა მონაკვეთსა და თანამედროვე შუშის ზედა მონაკვეთს. იგი დააპროექტეს შვეიცარიელმა არქიტექტორებმა Herzog & de Meuron-მა.
The Cosmopolitan, ლას-ვეგასი: 4.9 მილიარდი დოლარი
3027-ოთახიანი Cosmopolitan-ის აშენება 2009 წელს 3.9 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს არის 4.9 მილიარდი დოლარის დღევანდელი ექვივალენტით.
სასტუმრო და კაზინო მოიცავს ორ მაღალსართულიან კოშკს და ყველაფერს - 3200-ადგილიანი თეატრიდან დაწყებული სპა და ფიტნეს ცენტრით დასრულებული. კომპლექსი MGM Resorts International-ს 2021 წელს 5.65 მილიარდ დოლარად გაიყიდა.
Emirates Palace, აბუ დაბი: 4.2 მილიარდი დოლარი
დუბაიში მდებარე სასახლე ნამდვილი სამეფოს მარგალიტია.
მისი მშენებლობა 2005 წელს დასრულდა. სასტუმროს აქვს სულ 394 რეზიდენცია, კავერნოზული სამეჯლისო დარბაზი და უამრავი მაღაზია, რესტორანი. ინფლაციის გათვალისწინებით, მშენებლობა დაჯდა დაახლოებით 4.2 მილიარდი დოლარი.
პარლამენტის სასახლე, ბუქარესტი: 3,9 მილიარდი დოლარი
აღსანიშნავია, რომ სასახლის მშენებლობის დროს მუშების გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა. სასახლე ათეულ ჰექტარზეა გადაჭიმული. შენობის მშენებლობა, 1984 წელს დაიწყო და ჯამში 3.9 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ნიუ-იორკი: 3.9 მილიარდი დოლარი
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი არის მთავარი შენობა ნიუ-იორკში. ცათამბჯენის მშენებლობა დასრულდა 2013 წელს, 3.9 მილიარდი დოლარი დაჯდა და ახლა ის ყველაზე მაღალი შენობაა აშშ-ში.
Petronas Towers, კუალა ლუმპური: 2.6 მილიარდი დოლარი
ტყუპი კოშკები კუალა ლუმპურში, კერძოდ მალაიზიაში 1998 წლიდან 2004 წლამდე ატარებდნენ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობების ტიტულს.
არგენტინელი არქიტექტორის ცეზარ პელის მიერ დაპროექტებული Petronas Towers 1990-იანი წლების ბოლოს 1.6 მილიარდი დოლარი დაჯდა.
წყარო: lovemoney.com