Lenovo ThinkPad T14s - ახალი ბიზნეს ნოუთბუქი ხელოვნური ინტელექტით

გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის - Lenovo-ს ThinkPad-ების სერიაში სიახლეა! მას ახალი ბიზნეს ნოუთბუქი ThinkPad T14s Gen 6 დაემატა, რომელიც წარმოადგენს Lenovo-ს პირველ კომერციულ ნოუთბუქს ახალი თაობის Copilot+ სისტემით. ამგვარად, ThinkPad T14s ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ლეპტოპების სფეროში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

Lenovo-ს პორტფოლიოში ThinkPad T სერია ყველაზე მძლავრ სამუშაო ძალას წარმოადგენს, რომელიც ერთდროულად ხაზს უსვამს მაღალ წარმადობას, ინოვაციურ ფუნქციებს და საიმედოობას. აღსანიშნავია, რომ მე-6 თაობის ThinkPad T14s მუშაობს Qualcomm Snapdragon X Elite პროცესორის ბაზაზე, იყენებს უახლეს ინოვაციებს AI სფეროში Microsoft-ის Copilot+ -თან ერთად და აქვს წვდომა თანამედროვე ენობრივ მოდელებზე, რომლებიც უშუალოდ მოწყობილობაში მუშაობენ.

ss-1727677767.png

Snapdragon X Elite პროცესორი

ThinkPad T14s აქვს Qualcomm-ის Snapdragon X Elite პროცესორი, რომელსაც Qualcomm Oryon CPU-სა და 12 ბირთვის დახმარებით შეუძლია გაუძლოს საკმაოდ ინტენსიურ დატვირთვას, როგორიცაა ვიდეო ტრანსკოდირება, მონაცემთა ნაკრების ანალიზი ან კოდირება. X Elite წარმოადგენს AI-Accelerated Qualcomm Hexagon NPU-ს. დაბალი ენერგიის AI არქიტექტურა იცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, ინახავს მას მოწყობილობაში და ამავდროულად უზრუნველყოფს ექსტრემალურ ენერგოეფექტურობას - ეხმარება T14s-ს მიაღწიოს 40 TOPS (ტრილიონ ოპერაციას წამში) და ისარგებლოს ხელოვნური ინტელექტის უახლესი შესაძლებლობებით.

Microsoft Copilot+

ხელოვნური ინტელექტის გამოცდილების გასამარტივებლად Windows Copilot აერთიანებს GPU-ს, CPU-ს, NPU-სა და cloud-ს. შესაბამისად, Copilot+ -ის ბოლო ვერსია მომხმარებლებს ისეთ ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, როგორებიცაა:

  • Cocreator – ადგილობრივი ენობრივი მოდელების საშუალებით იდეების ხელოვნებად ქცევისა და მათი ლოკალურად ნოუთბუქში დამუშავების შესაძლებლობა.

kkkk-1727678079.png

  • Studio Effects – კამერის გაუმჯობესებული ეფექტები, რომლებიც მუშავდება NPU-ზე ვიდეო კონფერენციების გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ხელმისაწვდომია Taskbar-ის საშუალებით.
  • Live Captions –წარწერების/სუბტიტრების მომენტალურად დამატების და/ან ნებისმიერი ტექსტის 44 ენიდან ინგლისურ ენაზე თარგმნის შესაძლებლობა.
  • ფუნქცია Recall – შენახული სნეფშოთების ინდექსის საშუალებით Windows-ის ყოველდღიურ აქტივობისთვის თვალის დევნებისა და მივიწყებული ინფორმაციის გახსენების გამარტივებული პროცესი.

Copilot+-ის ფუნქციების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

https://www.microsoft.com/en-us/windows/copilot-plus-pcs ddppb-1727677958.jpg

ThinkPad T14s-ის გამორჩეული მახასიათებლები

ThinkPad T14s იდეალურია მათთვის, ვისაც მაღალი რეზოლუციის ეკრანი სჭირდება კონტენტის შესაქმნელად, რადგან 14 ინჩიანი 16:10 რეზოლუციის ეკრანი მომხმარებელს უფრო მეტ სამუშაო სივრცეს სთავაზობს. ამასთანავე, ThinkPad T14s აღჭურვილია 2.8K OLED ეკრანით, FHD + IR MIPI კამერითა და Dolby Audio დინამიკებით.

სწრაფი დამუხტვა

ThinkPad T14s-ის 58ვტ/სთ-ში ბატარეა მუშაობს Rapid Charge ტექნოლოგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოუთბუქი სულ რაღაც ერთ საათში 80%-ით იმუხტება.

pppp-1727677882.png

ThinkShield უსაფრთხოება

მნიშვნელოვანია, რომ ThinkPad T14s-თან ერთად თქვენი მონაცემები და მოწყობილობა დაცულია ინტეგრირებული უსაფრთხოების სისტემით - ThinkShield. უსაფრთხოების პირველ შრეს ფიზიკური დაცვა წარმოადგენს, რასაც ThinkShutter კამერის ჩამკეტი განაპირობებს, რომლითაც შესაძლებელია სურვილისამებრ კამერის დაბლოკვა. სისტემაში სწრაფი და მარტივი შესვლისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ თითის ანაბეჭდის სენსორით, რომელიც მოთავსებულია კლავიატურის მარჯვენა მხარეს. ამგვარად, ThinkShield ტექნოლოგიების სრული პაკეტის დახმარებით Lenovo ThinkPad T14s მაღალი დონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ddd-1727677841.png

დიზაინი, ხელმისაწვდომობა და მდგრადობა

აღსანიშნავია, რომ ულტრა თხელი ბიზნეს ნოუთბუქის - ThinkPad T14s შექმნისას გათვალისწინებული იყო ეკოლოგიური გამოწვევებიც - მოწყობილობა დამზადებულია და შეფუთულია გადამუშავებული მასალების, ასევე ნახშირბადის ბოჭკოების, მაგნიუმისა და ალუმინის გამოყენებით. ამასთანავე, ThinkPad T14s კლავიატურა ახლა უფრო მეტ ტაქტილურ ნიშანს შეიცავს, რაც მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებს საჭირო კლავიშების უფრო ადვილად პოვნაში დაეხმარება. გარდა ამისა, ThinkPad T14s ღირსეულად აგრძელებს ThinkPad-ისთვის დამახასიათებელი მდგრადობის, გამძლეობისა და სანდოობის მემკვიდრეობას და წარმოადგენს ყველაზე გამძლე ნოუთბუქს, რომელიც შემოწმებულია 12 სამხედრო დონის სასერტიფიკაციო მეთოდითა და 26-ზე მეტი ტესტირებით (MIL-STD 810H) .

(R)