2024 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 33%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს აგვისტოში ბანკების მიმართ 2 176 საჩივარი დაიწერა, 2023 წლის იგივე პერიოდში - 1 635.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და ინტერნეტბანკთან დაკავშირებით დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის აგვისტოში) ასე გამოიყურება:
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1221 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 438 საჩივრით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 173 განაცხადით.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოში 2 176 საჩივრიდან ბანკებმა 1087 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 422 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 657 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 10 განაცხადის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.