გავლენიანი Business Insider-ი მილიარდერების ცნობილ კუნძულზე, ინდიან კრიკ ვილიჯზე, იგივე "მილიარდერების ბუნკერზე", ვრცელ მასალას აქვეყნებს.
"აქ ცხოვრობს ელიტის ელიტა, რომელთა სიმდიდრე თავბრუს დაგახვევთ" - წერია სტატიაში. სანაპიროსთან მიახლოებისთანავე თვალშისაცემია კამერების სიმრავლე. ისინი ყველგანაა, თვალნათლივ და ობიექტებზე, სადაც მათი შემჩნევა არც ისე მარტივია. კამერები ბევრნაირია, ჩვეულებრივი, ცუდი ხილვადობის მქონე ამინდის, შორ მანძილზე მხედველი და ა. შ. ინდიან კრიკზე ვერ შეაღწევთ, თუკი მისი 89 მაცხოვრებელიდან ერთ-ერთი მაინც არ არის თანახმა, რომ შეხვიდეთ.
ცნობისათვის, იმისთვის, რომ ამ ე.წ. მილიარდერთა კლუბის წევრი გახდეთ, 500 000 დოლარის გადახდა მოგიწევთ, რადგან ქალაქის ხელმძღვანელობა ემსახურება სუპერ-მდიდრებისთვის განკუთვნილ პარკებს, პროგრამებს და ა.შ. თუმცა ლომის წილი ბიუჯეტიდან მიდის ინდიან კრიკის პოლიციის განყოფილებაში, რომელსაც ქალაქის ერთადერთი შესასვლელის კონტროლი ევალება, 24 საათი, კვირაში 7 დღე. თუ გსურს იცხოვრო ისეთ ადგილას, სადაც უცხო ადამიანებს ფეხის დადგმა არ შეუძლიათ, ინდიან კრიკი ყველაზე დაცული ადგილია ამერიკაში.ინდიან კრიკი 1939 წელს ჩამოყალიბდა ახლა უკვე გაუქმებული კანონის შესაბამისად, რომელიც 25-ზე მეტი ადამიანის ჯგუფს აძლევდა უფლებას, შეექმნათ საკუთარი მუნიციპალიტეტი. ინგლისური სოფლის დიზაინის მიხედვით, 300-ჰექტარიანი კუნძულის 80%-ზე მეტი გოლფის მოედანია, შემოხაზული ერთი გზით და დაახლოებით 30 სახლით. კუნძულის გარშემო დაყენებული ისრაელში შექმნილი რადარის სისტემა დაბალი ხილვადობის პირობებშიც კი ნახევარი მილით დაშორებულ ადამიანებსაც კი აფიქსირებს.
80-იან წლებში კუნძულის პოლიცია, რომლის დევიზიც იყო - „დავიცვათ და ვემსახუროთ ამერიკის ექსკლუზიურ მუნიციპალიტეტს“, 11 ადამიანისგან შედგებოდა. უკანასკნელი მონაცემებით, ის 19 ადამიანამდეა გაზრდილი, ყოველ ხუთ მაცხოვრებელზე ერთი პოლიციელი მოდის. შედარებისთვის, ამერიკის ყოველ 1000 მოქალაქეზე 2,4 პოლიციელია. მაგალითად, ნიუ-იორკშიც ასეთი თანაფარდობა რომ იყოს, მასში 1,5 მლნ პოლიციელი იქნებოდა.
2011 წელს დააყენეს კამერები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებდა: მარტივად არჩევდა ადამიანის სახეს, მომენტალურად ღებულობდა მისი მართვის მოწმობის მონაცემებს და კითხულობდა მისი პასპორტის მონაცემებს. იქ არსებული რადარებს კი შეუძლიათ ამოიცნონ უცხო ობიექტები წყალში და გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, რათა მოხდეს რისკის კლასიფიცირება. პოტენციური საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად განათავსებს მას თერმულ კამერასთან, რათა მოხდეს თვალის დევნება.პოლიციელები ამ ყველაფერს ლაივ რეჟიმში ადევნებენ თვალს და პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც ისინი იყენებენ, "ოქტოპუსი" ჰქვია. 2014 წელს კუნძულის 86 ბინადრის ქონება 37 მლრდ დოლარი იყო. ბოლო წლებში მათ ჯეფ ბეზოსი შეუერთდა, რომლმაც ამ თანხას თავისი 199 მლრდ მიამატა. კუნძულის მზარდი სიმდიდრე და უსაფრთხოება ასახავს ტენდენციებს გლობალურ მდიდრებს შორის.