საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ბოლო 30 წლის ისტორიულ მინიმუმზეა. როგორც „საქსტატის“ მონაცემებიდან ირკვევა, 2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 შეადგინა. ეს კი 1994 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საქსტატისვე ცნობით, 2023 წელს დაიბადა 21 010 ბიჭი და 19 204 გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი კი, წინა წელთან შედარებით 5%-ით არის შემცირებული.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე ამ მონაცემებს გამოუსწორებელს უწოდებს და აცხადებს, რომ პრობლემა უკვე შეუქცევადია და მისი მოგვარება ძალიან რთულია.
„7 წლის განმავლობაში 20 ათასით შემცირდა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა, მომდევნო 7 წლის განმვლობაში კიდევ 20 ათასით შემცირდება და საშუალო თანაფარდობით დაიბადება 10 ათასი ვაჟი და 10 ათასი გოგონა, ასეთია დემოგრაფიის პრინციპი. მარტო 10 ათასი ვაჟი ქართულ ჯარს არ ეყოფა და ვეღარ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან“, - განაცხადა ანზორ თოთაძემ.
დემოგრაფის თქმით, ამ პრობლემას ისიც ემატება, რომ ოჯახებში აღარ აჩენენ 3 და 4 ბავშვს.
"ასე თუ გაგრძელდა, ხვალ საქართველო აღარ იქნება“, - აღნიშნა დემოგრაფმა „ბიზნესპრესნიუსთან“.