ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ - სამხედრო სამსახურში 133 000 მოქალაქეს გაიწვევენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ.

განკარგულების თანახმად, 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში 133 000-ზე მეტ ადამიანს გაიწვევენ.

საუბარია რუსეთის ფედერაციის 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად.

სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა არ შეიცვლება და კვლავ 12 თვე იქნება, შეკრების პუნქტებიდან კი ახალწვეულების გაყვანა 15 ოქტომბრიდან იგეგმება.