ბინის ქირა საშუალოდ, 8%-ით შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია საუბარი.
კვლევის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოში თბილისში 3,133 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება.
ბინის საშუალო გასაყიდმა ფასმა კი 1,233 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 6%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ქირის ფასს, კვ.მ-ის ღირებულება 11.5 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია.
ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის მოცულობამ $250 მილიონი შეადგინა და წლიურად 1%-ით შემცირდა.