2025 წელს დაფინანსება მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უმცირდება, სხვა სამინისტროების ასიგნებები კი იზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსება იზრდება.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 27 046 541 100 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით 2.016 მლრდ ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, 27.046 მლრდ ლარიდან 25.601 მლრდ ლარი არის საბიუჯეტო სახსრები, 60.275 გრანტები და 1.385 მლრდ კრედიტი.
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რამდენით იზრდება სამინისტროების ასიგნებები და რა თანხებია გათვალისწინებული სხვადასხვა უწყებისთვის, 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით ასე გამოიყურება:
ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია გუშინ წარუდგინა. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24.4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია;
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.
ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31.2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
ცნობისათვის, ეს არის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.