წელს, იანვარ-აგვისტოში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ - 529 საჩივარი დაიწერა, ხოლო, კონკრეტულად აგვისტოში - 66.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოში დაფიქსირებული საჩივრებიდან 46 - სალომბარდე სესხებზე მოდის, 7 - სამომხმარებლო სესხებზე, 4 - ავტოსესხზე, 4 - მომენტალურ განვადებაზე, 1 - ბიზნეს სესხზე.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს აგვისტოში შესული საჩივრებიდან 34 - ადმინისტრაციულ მომსახურებაზე მოდის, 19 - ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 6 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, ხოლო 3 - სხვა გადასახდელებზე.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოში დაფიქსირებული 66 საჩივრიდან - 20 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 9 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 37-ის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.