ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე დაფიქსირდა საწვავის ფასის კლება საშუალოდ 5-8 თეთრით/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ასეთია:
- რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,95-3,17 ლარი/ლიტრაზე
- პრემიუმი ტიპის ბენზინი - 3,13-3,32 ლარი/ლიტრაზე
- სუპერი ტიპის ბენზინი - 3,58-3,71 ლარი/ლიტრაზე
- ევრო დიზელის საწვავი - 3,21-3,33 ლარი/ლიტრაზე
- დიზელის საწვავი - 3,21-3,26 ლარი/ლიტრაზე