როგორია ბინების ფასი უბნების მიხედვით - ყველაზე მეტი უძრავი ქონება დიდ დიღომში გაიყიდა

2024 წლის აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით, დიდი დიღომი (მთლიანი გაყიდვების 21%) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე პოზიციას საბურთალო (15%) იკავებს. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მონაცემების მიხედვით, ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ სამგორსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელში ყველაზე მეტი ახალი ბინა გაიყიდა.

მიმოხილვის თანახმად, ძველი ბინების შემთხვევაში, ლიდერი რაიონი საბურთალოა, რომელსაც მეორე ადგილზე დიდი დიღომი მოსდევს.

რაც შეეხება ბინების ფასს, საცხოვრებელი უძრავი ქონება აგვისტოში, ყველაზე ძვირი ვაკესა და მთაწმინდის რაიონში იყო, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულება 2000 დოლარზე მცირედით ნაკლებია.

ამასთან, საგრძნობლად გაზრდილია ახალი ბინების ფასი კრწანისში (27%), დიდ დიღომსა (22%) და ნაძალადევში (20%). ძველი ბინების შემთხვევაში კი, ფასის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კრწანისში (20%).

უფრო კონკრეტულად, როგორია ახალი და ძველი ბინების ფასი (1 კვადრატულ მეტრზე) თბილისის უბნების მიხედვით, იხილეთ ცხრილზე:

461096903-766123572255338-803809694355916530-n-1727788008.jpg

ნინი ქეთელაური