მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია უკვე წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2025 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31.2 მლრდ ლარს შეადგენს.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტს, თან ახლავს სახელმწიფო საწარმოთა გასული წლის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციაც.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2022 წლისგან განსხვავებით, 2023 წელი სახელმწიფო საწარმოთა სექტორისთვის ზარალიანი აღმოჩნდა. სექტორის ჯამურმა ზარალმა შეადგინა 206 მლნ ლარი.
ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ ეს შედეგი ძირითადად გამოიწვია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აქტივების გაუფასურებამ.
„აღნიშნული კომპანიის გამოკლებით სახელმწიფო საწარმოთა ჯამურმა წმინდა მოგებამ 2023 წლისთვის შეადგინა 200 მილიონი ლარი,“- ნათქვამია ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტში ცალკე გამოყოფილია ინფორმაცია, ტოპ-3 ყველაზე მომგებიანი და ზარალიანი სახელმწიფო საწარმოს შესახებ. კერძოდ:
Top-3 მომგებიანი საწარმო 2023 წელს იყო:
Top-3 ზარალიანი საწარმო 2023 წელს: